• თბილისი, არაყიშვილის ქ. #14
  • მოგვწერეთ
    hello@ldinstitution.ge

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ სტრატეგიული განვითარების პროგრამები უნდა იზომებოდეს. ტრენინგის ეფექტიანობის გაზომვის შესაძლებლობა ჩვენი საქმიანობის მთავარი ღირებულებაა.

ჩვენ ვიცავთ თქვენს ინვესტიციას

 

ლიდერულ განვითარებაში ინვესტიციამ უნდა მოიტანოს რეალური შედეგი! ჩვენ ვიცავთ თქვენს ინვესტიციას და გვჯერა, რომ სტრატეგიული განვითარების პროგრამები უნდა იზომებოდეს.

ტრენინგის შედეგების გაზომვა ჩვენი მუშაობის განუყოფელი ნაწილია და მიზნად ისახავს სასწავლო შედეგების მაღალი ხარისხის კვლევას.

 

შედეგების გაზომვის სისტემური მიდგომა

 

LPI 2009 წლიდან  სისტემურად მუშაობს შედეგების გაზომვაზე.

 

შედეგების გაზომვის რამდენიმე უპირატესობაა:

 

  • სწავლის შედეგების კვლევა და ინვესტიციიდან მიღებული სარგებელი (ROI) LPI-ს ყველა სასწავლო აქტივობაზე;
  • უზრუნველჰყოფს ეფექტურ და გამჭვირვალე პროცესს შედეგების ანგარიშის შესაქმნელად;
  • მონაწილეთა საწყის მდგომარეობასა და განვითარების ეტაპებზე სისტემური მონაცემების შეგროვება ხელს უწყობს ლიდერული განვითარების პროგრამების მუდმივ გაუმჯობესებას.

ქცევითი ცვლილება რეალურია

 

ლიდერობის პროგრამების უნიკალური პრინციპები და ჩვენი უნარი გავზომოთ სწავლის ეფექტიანობა არის ის, რაც LPI-ს ლიდერობის პროგრამების დანერგვის კუთხით, გლობალურ ფლაგმანად აქცევს.

 

მაკინზის კვლევის მიხედვით, ზრდასრულთა  სალექციო სწავლების პროცესში, ცოდნის 10 %-ის შენარჩუნება ხდება, ხოლო “კეთებით სწავლის” შემთხვევაში – 66%-ის. 

 

LPI პროგრამით მიღებული ცოდნის საშუალოდ, 90 %-ის რეალიზება ხდება ცოდნაში, დამოკიდებულებებსა და ქცევაში. მონაწილეთა 90 %-იანი ცოდნის შენარჩუნება მიიღწევა კლიენტებთან აქტიური თანამშრომლობით და LPI-ს უნიკალური მიდგომით, რომელიც გულისხმობს ლიდერობის პირველ პრინციპს, უნიკალურ პრაქტიკასა და შედეგების გაზომვის შესაძლებლობას.



  • • ჩვენი პროგრამები გამოცდილია პრაქტიკაში – ისინი გავლილი აქვს 20 000-ზე მეტ მონაწილეს, 75-ზე მეტ ქვეყანაში;

  • • ჩვენი სწავლების პრინციპები მორგებულია რეალურ, პრაქტიკულ და ყოველდღიურ  გამოწვევებზე, რომელიც სრულად არის ინტეგრირებული პროგრამაში და  პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების შესაძლებლობას ქმნის;

  • • ჩვენი მეთოდოლოგიური გადაწყვეტები მრავალწლიან  პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება;

  • • ჩვენ გვაქვს მოქნილი მიდგომა, რომელიც მოიცავს ჩვენი საბაზისო  მიდგომების საუკეთესო მხარეებს, ითვალისწინებს ორგანიზაციის სპეციფიკურ საჭიროებებს და ერგება მას.