ეს არის ინტენსიური პროგრამა, რომელიც აღრმავებს ლიდერის ცნობიერებას და სთავაზობს ინსტრუმენტებსა და პრაქტიკულ ტრენინგს, ლიდერულ პოზიციაზე გადასასვლელად.
პროგრამა მხარს უჭერს ლიდერის კონკრეტულ პასუხისმგებლობებს, სამუშაოს შესრულების მოლოდინებს და უზრუნველყოფს, რომ ლიდერმა განივითაროს უნარები, სწორი სამუშაო ღირებულებები, შეძლოს დროის ეფექტიანად გამოყენება და იყოს წარმატებული ლიდერულ პოზიციაზე.
რატომ უნდა განახორციელოთ ინვესტიცია სხვათა ლიდერების განვითარებაში?
სხვათა ლიდერები თქვენი წინა ხაზის მენეჯერები არიან. ისინი ხელმძღვანელობენ ორგანიზაციაში თანამშრომლების, დაახლოებით, 80-90%-ს. ეს მათ კრიტიკულ სამუშაო ძალად აქცევს. Სხვათა ლიდერებს აქვთ ყველაზე მაღალი ყოველდღიური გავლენა ჩართულობაზე, მოტივაციაზე, ხარისხზე, დამოკიდებულებებზე, სამუშაოს კმაყოფილების ხარისხსა და თანამშრომელთა შენარჩუნებაზე.
სხვათა ლიდერები ქმნიან პროდუქტს ან მომსახურებას. ისინი ზედამხედველობენ ფაქტობრივ სამუშაო პროცესს ყველა ეტაპზე და პასუხისმგებელნი არიან სამუშაო ძალაზე, რომელიც რეალურად ეხება პროდუქტს ან მომსახურების მიწოდება.
თუ სხვათა ლიდერი კარგად არ ასრულებს თავის ლიდერის როლს, შედეგი მყისიერად შესამჩნევი და გაზომვადია.
სამიზნე აუდიტორია
პროგრამის სამიზნე აუდიტორიაა ლიდერები, რომელთაც ჰყავთ მინიმუმ ორი ან სამი დაქვემდებარებული პირი. პროგრამაში მონაწილეობის დროისათვის თქვენს მიერ დაკავებულ პოზიციაზე უნდა მუშაობდეთ
სულ მცირე, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. პროგრამისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე აკმაყოფილებდეს კრიტერიუმს, რადგანაც ეს არის აუცილებელი წინაპირობა იმისათვის, რომ პროგრამა დაეყრდნოს მონაწილეთა პირად გამოცდილებებს და არა მხოლოდ თეორიულ შემთხვევებს.
აქტიური სწავლება
ლიდერების ლიდერობა არის დიდი გავლენის მომტანი სასწავლო პროგრამა, რომელიც 100%-ით ეყრდნობა მონაწილეთა რეალური ცხოვრების ჩართულობას.
პროგრამა არ მოქმედებს თეორიული შემთხვევებით. ყველაფერი ეფუძნება მონაწილეთა ყოველდღიურ გამოწვევებს. ყოველდღიური ცხოვრების ინტეგრირება იმდენად ძლიერია, მონაწილეები ხშირად გრძნობენ, რომ პროგრამაში მონაწილეობა უფრო მეტად არის მუშაობა, ვიდრე სასწავლო კურსის გავლა. შესაბამისად, პროგრამით მიღებული ცოდნა პირდაპირ და დაუყოვნებლივ, სამუშაოზე დაბრუნებისთანავე, პრაქტიკაში ხორციელდება.
გახდი სერტიფიცირებული სხვების ლიდერი
პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეები რეგისტრირდებიან, როგორც სერტიფიცირებული სხვების ლიდერი, რაც საერთაშორისო აღიარებასთან ერთან გულიხსმობს წვდომას LPI კურსდამთავრებულთა სივრცეში, სადაც გექნებათ შემდგომი განვითარების შესაძლებლობა
საკუთარი თავის მართვიდან სხვების ლიდერობამდე
პროგრამის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში რომ ორიენტირებული 3 ელემენტის ცვლილებაზე, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს ლიდერის პოზიციაზე გადასვლას. ესენია: სამუშაო ღირებულებები, დროის განაწილება და უნარები. ჩენი უნიკალური მიდგომა ეხმარება ლიდერებს გაიაზრონ ლიდერული ღირებულებები, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს გრძელვადიან შედეგებს.
ქვემოთ ილუსტრირებულია 3 გარდამავალი ელემენტის ცვლილება
პროგრამის შინაარსი
ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ პროგრამის ძირითადი ელემენტები. სრული პროგრამა ორიენტირებულია იმ საქმეზე რაც უნდა გაკეთდეს ლიდერული პოზიციიდან. საბოლოო პროგრამის ფორმირება ხდება ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.