მოგვწერეთ
hello@ldinstitution.ge
ფუნქციური ლიდერის გარდამავალი პროგრამა ცალსახად ეფუძნება ლიდერობის უპირველეს პრინციპებს. ეს არის ინტენსიური პროგრამა, რომელიც აღრმავებს ლიდერის ცნობიერებას, სთავაზობს ინსტრუმენტებსა და პრაქტიკულ ტრენინგს, თუ როგორ უნდა გაზარდოს ფუნქციური ლიდერის როლი.
პროგრამა განმარტავს ფუნქციური ლიდერების სპეციფიკურ პასუხისმგებლობებს და სამუშაოს შესრულების მოლოდინებს და უზრუნველჰყოფს, რომ ლიდერმა განივითაროს სწორი სამუშაო ღირებულებები, დროის ეფექტიანი გამოყენებისთვის საჭირო უნარები, რათა წარმატებული იყოს ლიდერის როლში. პროგრამის დასრულების შემდეგ, ლიდერებს ექნებათ მკაფიო ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ ქმნიან ისინი თავად ღირებულებებს, როგორც ფუნქციური ლიდერები და ისწავლიან თავიანთი ლიდერული სამუშაოს დაფასებას.
Რატომ ღირს ინვესტირება ფუნქციონალური ლიდერების განვითარებაში?
ერთი რამ, რაც, ხშირად, ხელს უშლის ბიზნეს მენეჯერებს სტრატეგიული როლების სრულად შესრულებაში, არის ის, რომ მათი პირდაპირი დაქვემდებარებულები – ფუნქციური ლიდერები, სათანადოდ არ ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს.
ხშირად, როდესაც მენეჯმენტის გუნდის განვითარებით ვართ დაკავებული, აღმოჩნდება, რომ დისფუნქციური გუნდების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ფუნქციონალური ლიდერები სრულად ვერ ასრულებენ საკუთარ როლებს. მთელი ენერგია ორიენტირებულია მათი ფუნქციის შესრულებაზე, ნაცვლად მენეჯმენტის გუნდში შესაბამის ფუნქციურ თანამეწყვილეებთან ინტეგრაციისა.
იმ ინვესტიციებთან შედარებით, რითაც ვეხმარებით ფუნქციურ ლიდერებს თავიანთი როლის შესრულებაში, დანაკარგის საფასური უზარმაზარია – თუ ფუნციური ლიდერები არასათანადოდ ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს.
ახალი ფუნქციური ლიდერის აყვანის მოლოდინი, ჩვეულებრივ, აჩერებს მთელ ფუნქციურ დღის წესრიგს და მენეჯმენტის გუნდში ვაკუუმშია, სანამ ახალი ფუნქციური ლიდერი არ დაიკავებს თავის მნიშვნელოვან ადგილს.
ინვესტიცია ფუნქციური ლიდერების განვითარებაში არ არის მხოლოდ ლიდერებში ინვესტიცია. ეს არის ინვესტიცია, რომელიც მენეჯმენტის გუნდისა და შესაბამისად, მთელ ბიზნესის წარმატებას უზრუნველჰყოფს.
პროგრამის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში რომ ორიენტირებული 3 ელემენტის ცვლილებაზე, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს ეფექტური ფუნქციური ლიდერის ჩამოყალიბებას. ესენია: სამუშაო ღირებულებები, დროის განაწილება და უნარები. ჩენი უნიკალური მიდგომა ეხმარება ლიდერებს გაიაზრონ ლიდერული ღირებულებები, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს გრძელვადიან შედეგებს.
ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ პროგრამის ძირითადი ელემენტები. სრული პროგრამა ორიენტირებულია იმ საქმეზე რაც უნდა გაკეთდეს ლიდერების ლიდერის პოზიციიდან. საბოლოო პროგრამის ფორმირება ხდება ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.
პროგრამის მინდინარეობა შეიძლება დაიგეგმოს როგორც მხოლოდ ადგილზე (პირისპირ შეხვედრით), ასევე, მისაღებია, განხორციელდეს შერეული სწავლების მეთოდით, რომელიც მოიცავს ვირტუალურ სესიებს.
ამასთანავე, შესაძლებელია პროცესში შემოტანილ იქნას გავლენის გაზომვის მექანიზმები.
პროგრამის დაწყებამდე, მონაწილეები მიიღებენ სამუშაოს ლიდერული შესრულების ინდექსის კვლევას, რომელიც 100%-ით უკავშირდება პროგრამის შინაარსს.
Copyrights © 2022 ყველა უფლება დაცულია. დამზადებულია Growthhunters.-ის მიერ