LDI – Leadership Development Institute ორგანიზაციებს სთავაზობს ლიდერებისა და სპეციალისტების განვითარების პლატფორმებს. LDI არის ლიდერების განვითარების მიმართულებით, მსოფლიოს მასშტაბით, წამყვანი ორგანიზაციის LPI – Leadership Pipeline Institute-ის, ოფიციალური პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. LPI-ს პროგრამები წარმოდგენილია 25-ზე მეტ ქვეყანაში და ხელმისაწვდომია 20-ზე მეტ ენაზე; ჰყავს 20 000-ზე მეტი კურსდამთავრებული; Პროგრამებში მონაწილეობას იღებდნენ 75-ზე მეტი ქვეყნიდან, 2022 წლიდან კი, LPI -ს პროგრამებს წარმოგიდგენთ ქართულ ენაზეც.
ამ ვებსაიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ, თუ როგორ შეგვიძლია თქვენთან პარტნიორობა, იქნება ეს თქვენი ლიდერების განვითარების გაძლიერება, თქვენი სპეციალისტების ლიდერებად გახდომაზე ფოკუსირება, ეჯაილ პრინციპით მომუშავე ორგანიზაციებში ლიდერების მხარდაჭერა, თუ თქვენი ლიდერების მობილიზება ბიზნესის კრიტიკული ტრანსფორმაციის პროცესში. ჩვენ ვაშენებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს ზრდასრულთა სწავლების უახლეს პრინციპებზე დაყრდნობით. ჩვენ გვჯერა, რომ სწავლაში ინვესტიცია მხოლოდ მაშინ ღირს, თუ ის ბრუნდება გაუმჯობესებული შესრულებით.
დღევანდელი ჰიპერკონკურენტული გლობალური ბიზნეს კლიმატის პირობებში, ვერცერთი კომპანია ვერ მისცემს თავს რესურსების გაფლანგვის უფლებას, განსაკუთრებით, მისი ადამიანური კაპიტალის დაკარგვის უფლებას. ყოველი ინვესტიცია, საბოლოოდ, უნდა შეფასდეს ორგანიზაციის მისიასა და წარმატებაში შეტანილი წვლილიდან გამომდინარე.




