მოგვწერეთ
hello@ldinstitution.ge
წამყვანი ლიდერების გარდამავალი პროგრამა, ცალსახად, ეფუძნება ლიდერობის ძირითად პრინციპებს ლიდერთა ლიდერებისთვის. ეს არის ინტენსიური პროგრამა, რომელიც აღრმავებს ლიდერის ცნობიერებას და სთავაზობს ინსტრუმენტებსა და პრაქტიკულ ტრენინგს, თუ როგორ უნდა გადავიდეს სრულად ლიდერთა ლიდერის როლში.
პროგრამა განმარტავს ლიდერთა ლიდერების სპეციფიკურ პასუხისმგებლობებს და სამუშაოს შესრულების მოლოდინებს, უზრუნველყოფს ლიდერის მიერ შესაბამისი სამუშაო ღირებულებების განვითარებას, დროის ეფექტიანად გამოყენებას და ლიდერული უნარების განვითარებას, რათა იყოს წარმატებული ამ როლში. პროგრამის დასრულების შემდეგ, ლიდერებს ექნებათ მკაფიო ხედვა, თუ როგორ ქმნიან ისინი თავად ღირებულებებს, როგორც ლიდერთა ლიდერები და ისწავლიან თავიანთი ლიდერული სამუშაოს დაფასებას.
რატომ უნდა განახორციელოთ ინვესტიცია ლიდერთა ლიდერების განვითარებაში?
Ლიდერთა ლიდერის როლი არის ყველაზე უგულებელჰყოფილი როლი ორგანიზაციებში. Ძირითადი პრობლემა არის მცდარი ვარაუდი, რომ სხვათა ლიდერის როლსა და ლიდერთა ლიდერის როლს შორის მცირე განსხვავებაა. მაშასადამე, გამოცდილ სხვათა ლიდერს, სავარაუდოდ, ადვილად უნდა შეეძლოს ლიდერთა ლიდერის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულება.
Სწორედ ეს მცდარი დამოკიდებულება იქცა მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად, ბევრი კომპანიის ბიზნეს სტრატეგიის განხორციელებაში.
Კომპანიების უმეტესობას უჭირს კვალიფიციური ლიდერების აღზრდისა და მათი ახალ საფეხურზე გადაყვანის სათანადო გადამზადების უზრუნველჰყოფა.
ლიდერთა ლიდერები წარმოადგენენ იმ ძალას, ვინც თქვენს სამუშაო პროცესში უზრუნველჰყოფს პროდუქტიულობას. ისინი აკავშირებენ ორგანიზაციას ზევიდან ქვევით და მარცხნიდან მარჯვნივ. ისინი ირჩევენ და ავითარებენ პირველი რიგის მენეჯერებს. Ისინი როლური მოდელები და მისაბაძი მაგალითები არიან სხვა ლიდერთა დიდი უმრავლესობისთვის.
თუ თქვენს ორგანიზაციაში, ლიდერთა ლიდერებს არ აქვთ სათანადო მხარდაჭერა თავიანთ ახალ როლზე გადასვლის პროცესში, თქვენ ცდილობთ მოაგვაროთ პრობლემები ორგანიზაციის ზედა ნაწილში, რომელიც რეალურად უნდა მოგვარებულიყო ლიდერის როლის მნიშვნელობის, უბრალოდ, აღიარებით და სათანადო მხარდაჭერით.
პროგრამის სამიზნე აუდიტორიაა ლიდერთა ლიდერები, რომლებსაც ჰყავთ პირდაპირ დაქვემდებარებული მინიმუმ ორი ლიდერი. პროგრამაში მონაწილეობის დროისათვის თქვენს მიერ დაკავებულ პოზიციაზე უნდა მუშაობდეთ სულ მცირე, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. პროგრამისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე აკმაყოფილებდეს კრიტერიუმს, რადგანაც ეს არის აუცილებელი წინაპირობა იმისათვის, რომ პროგრამა დაეყრდნოს მონაწილეთა პირად გამოცდილებებს და არა მხოლოდ თეორიულ შემთხვევებს.
ლიდერების ლიდერობა არის დიდი გავლენის მომტანი სასწავლო პროგრამა, რომელიც 100%-ით ეყრდნობა მონაწილეთა რეალური ცხოვრების ჩართულობას.
პროგრამა არ მოქმედებს თეორიული შემთხვევებით. ყველაფერი ეფუძნება მონაწილეთა ყოველდღიურ გამოწვევებს. ყოველდღიური ცხოვრების ინტეგრირება იმდენად ძლიერია, მონაწილეები ხშირად გრძნობენ, რომ პროგრამაში მონაწილეობა უფრო მეტად არის მუშაობა, ვიდრე სასწავლო კურსის გავლა. შესაბამისად, პროგრამით მიღებული ცოდნა პირდაპირ და დაუყოვნებლივ, სამუშაოზე დაბრუნებისთანავე, პრაქტიკაში ხორციელდება.
პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეები რეგისტრირდებიან, როგორც სერტიფიცირებული ლიდერების ლიდერი, რაც საერთაშორისო აღიარებასთან ერთან გულიხსმობს წვდომას LPI კურსდამთავრებულთა სივრცეში, სადაც გექნებათ შემდგომი განვითარების შესაძლებლობა
პროგრამის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში რომ ორიენტირებული 3 ელემენტის ცვლილებაზე, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს ლიდერის პოზიციაზე გადასვლას. ესენია: სამუშაო ღირებულებები, დროის განაწილება და უნარები. ჩენი უნიკალური მიდგომა ეხმარება ლიდერებს გაიაზრონ ლიდერული ღირებულებები, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს გრძელვადიან შედეგებს.
ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ პროგრამის ძირითადი ელემენტები. სრული პროგრამა ორიენტირებულია იმ საქმეზე რაც უნდა გაკეთდეს ლიდერების ლიდერის პოზიციიდან. საბოლოო პროგრამის ფორმირება ხდება ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.
პროგრამის მინდინარეობა შეიძლება დაიგეგმოს როგორც მხოლოდ ადგილზე (პირისპირ შეხვედრით), ასევე, მისაღებია, განხორციელდეს შერეული სწავლების მეთოდით, რომელიც მოიცავს ვირტუალურ სესიებს.
ამასთანავე, შესაძლებელია პროცესში შემოტანილ იქნას გავლენის გაზომვის მექანიზმები.
პროგრამის დაწყებამდე, მონაწილეები მიიღებენ სამუშაოს ლიდერული შესრულების ინდექსის კვლევას, რომელიც 100%-ით უკავშირდება პროგრამის შინაარსს.
Copyrights © 2022 ყველა უფლება დაცულია. დამზადებულია Growthhunters.-ის მიერ