ეს პროგრამა შექმნილია იმისათვის, რომ გაზარდოს წარმატება როგორც ინდივიდისთვის, ასევე, ორგანიზაციისთვის, არასწორი კარიერული არჩევანის თავიდან აცილებისა და პოტენციური ლიდერების (თანამშრომლების) მომზადების საშუალებით, რამდენადაც შესაძლებელია რეალისტურად, აქტიური ლიდერის ან სპეციალისტის როლისთვის.
ეს არის ინტენსიური 2 დღიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც ეხმარება მონაწილეებს ჩამოაყალიბონ მკაფიო სურათი იმის შესახებ, თუ როგორ მატებს ორგანიზაციას ფასეულობას სხვათა ლიდერი , როგორი ლიდერის წარდგენის მოლოდინია სხვათა ლიდერის დონეზე და რა განასხვავებს სხვათა ლიდერს ინდივიდუალური კონტრიბუტორისგან.
გარდა ამისა, ის იძლევა მყარ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ წარმატებით მოხდეს გადასვლა სხვათა ლიდერის როლში. მონაწილეები ეცნობიან ტრანზიციის ტიპურ საკითხებს და ეძლევათ შესაძლებლობა მოემზადონ თავიანთი პირველი გარდამავალი კარიერული წინსვლისათვის.
რატომ განვახორციელოთ ინვესტიცია განვითარებად ლიდერებში?
ახალი ლიდერების გასაოცარი სტატისტიკა: პირველი 18 თვის განმავლობაში, წარუმატებლად შეფასდა 38%-დან 50% და მეტი.
ლიდერობის განვითარების ეტაპების პრინციპებზე დაყრდნობით, Emerging Leader პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ გაზარდოს წარმატება როგორც ინდივიდისთვის, ასევე, ორგანიზაციისთვის არასწორი კარიერული არჩევანის თავიდან აცილების გზით და პოტენციური ლიდერების მომზადებით, რაც შეიძლება რეალისტურად, რეალური ლიდერის როლისთვის.
სხვების ლიდერები თქვენი წინა ხაზის მენეჯერები არიან. ისინი ხელმძღვანელობენ ორგანიზაციაში თანამშრომლების, დაახლოებით, 80-90%-ს. მათ აქვთ ყველაზე მაღალი ყოველდღიური გავლენა ჩართულობაზე, მოტივაციაზე, დამოკიდებულებაზე, სამუშაოს კმაყოფილებაზე, ხარისხზე და თანამშრომლების შენარჩუნებაზე.
იმის უზრუნველსაყოფად, რომ პოტენციურმა ლიდერებმა გააცნობიერონ სამუშაოს შესრულების მოლოდინები და წარმატების კრიტერიუმები, აუცილებელია მომავალი ლიდერების გადამზადება.
პროგრამის წარმატებას არ განსაზღვრავს ის, რომ ყველა მონაწილე, სამომავლოდ, აუცილებლად ლიდერის კარიერას აირჩევს. პროგრამის შედეგი თანაბრად წარმატებულია, თუ მონაწილეები დაადგენენ, რომ ლიდერის კარიერა არ არის მათთვის სწორი არჩევანი.